ხვალ, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს

8 სექტემბერს, პარლამენტში გაიმართება მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ბოლო ეტაპი – პარლამენტის წევრები პლენარულ სხდომაზე მოისმენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოხსენებას. 

რეგლამენტით დადგენილი წესით იქნება კომიტეტების, ფრაქციების და დეპუტატების გამოსვლები და მხოლოდ ამის შემდეგ, პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმისთვის, რომ ამ კვირის განმავლობაში განხორციელდა ძალიან შრომატევადი პროცესი. საკომიტეტო ფორმატებში იყო მთავრობის პროგრამისა და კანდიდატების აქტიური განხილვები, დაისვა ასობით მნიშვნელოვანი საკითხი და შეკითხვა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განხილვები საზოგადოებას დაეხმარებოდა მეტი ინფორმაცია მიეღო არა მხოლოდ მთავრობის შემადგენლობის, არამედ იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომელზეც მთავრობას, ჩვენთან ერთად, შემდგომ პერიოდში მოუწევს მუშაობა. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა კომიტეტის წევრს და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომიტეტის თავმჯდომარეებს, რომელთაც კომიტეტების სხდომები რეგლამენტის სრული დაცვით და ძალიან საქმიანად წარმართეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...