ხვალ, მცხეთის წყალი ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 22 აგვისტოს, კომპანია მცხეთის წყალი, ქ. მცხეთაში, აღმაშენებლის ქ. N67-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 22 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მცხეთაში – აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს, მამულაშვილის, ერეკლე მეორეს, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას მცხეთის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11 და ფეისბუქის საშუალებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...