ხვალ მწერლები და გამომცემლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მენეჯერების ანგარიშს მოისმენენ

ხვალ მწერლები, გამომცემლები და მთარგმნელები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მენეჯერების ანგარიშს მოისმენენ, – აღნიშნულ ინფორამციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს. 

"2017 წლის 28 დეკემბერს, 17:00 საათზე ქართველი გამომცემლები, მწერლები და მთარგმნელები კულტურის და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად ყველა იმ მიმართულების მენეჯერის ანგარიშს მოუსმენენ, რომლებიც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის პროექტში არიან ჩართულები.

შეგახსენებთ, რომ მწერლებთან, გამომცემლებთან და მთარგმნელებთან 26 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ თავად უხელმძღვანელებს პროექტს და გაეცნობა პროექტის ყველა დეტალს.

28 დეკემბერს, შეხვედრაზე საბოლოოდ გადანაწილდება ფუნქციები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრსა და კულტურის და სპორტის სამინისტროს შორის იმ პრობლემური საკითხების შესახებ, რომლის გამოც ბოლო დღეების განმავლობაში პროექტის გარშემო კითხვები გაჩნდა და მისი წარმატებით ჩატარება ეჭვქვეშ დადგა.

შეგახსენებთ, რომ ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის 15 დეკემბერს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მედეა მეტრეველმა კულტურის და სპორტის მინისტრს  გათავისუფლების თხოვნით მიმართა", – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად