ხვალ მეტყევის დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილი მეტყევეებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს

“10 ოქტომბერი  მეტყევის დღეა.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მეტყევეებს პროფესიულ დღეს მიულოცავს  და წარმატებული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელებსა   და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს”, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“ღონისძიებას სამინისტროს თანამშრომლებთან ერთა, საკანონმდებლო ორგანოს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრის ადგილი: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

დრო: 12:00 საათი

მისამართი: ბოტანიკურის ქ. N 1” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად