ხვალ, მამუკა ხაზარაძე ანაკლიაში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს

ამის შესახებ “თიბისი ბანკის”დამფუძნებელია მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა ხვალ დაფუძნდება

12 სექტემბერს 12:00 საათზე ანაკლიაში მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს. ამ დღეს ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები.
ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...