ხვალ, ჰიმნი “თავისუფლება”საქართველოს მასშტაბით, მთავარ მოედნებზე, მატარებლებში და ავტობუსებში გაიჟღერებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წლევანდელ სიახლეებს შორის არის დამოუკიდებლობის დღის სიმბოლური კულმინაცია 17:10 საათზე, რომელიც ჰიმნის ერთობლივი შესრულებით აღინიშნება. ეს არის დრო, როდესაც 1918 წლის 26 მაისს ნოე ჟორდანიამ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარემ, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ჰიმნი “თავისუფლება” საქართველოს მასშტაბით, მთავარ მოედნებზე, მატარებლებში და ავტობუსებში გაიჟღერებს.

წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია ტრადიციულად, 26 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანსა და ერთდროულად ხუთ სხვადასხვა რეგიონში გაიმართება – უფლისციხეში, ანანურში, გრემში, ზუგდიდსა და მრავალძალში.

მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩები და აეროპორტები გაფორმებულია 26 მაისის დროშებით.

თბილისსა და რეგიონებში -14 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ღვინის დეგუსტაცია, სამეწარმეო ბაზრობები, თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

26 მაისის ღონისძიებებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე დააგვირგვინებს კონცერტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მერიის ერთობლივი ძალისხმევით იმართება. სცენა პროექტ „რანინას“ ფინალს დაეთმობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფესტივალით აღინიშნება მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის წლევანდელ სიახლეებს შორის არის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მთაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 25-26 მაისს განსაკუთრებული ფესტივალი იგეგმება სვანეთის მოსახლეობისა და მთის სტუმრებისთვის სამ სხვადასხვა ადგილას – მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში.

თბილისსა და რეგიონებში -14 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ღვინის დეგუსტაცია, სამეწარმეო ბაზრობები, თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...