ხვალ განახლებული ოპერა იხსნება (ფოტორეპორტაჟი)

ხვალ, 30 იანვარს 6 წლიანი რესტავრაციის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნება. 

ოპერა ზაქარია ფალიაშვილის, პირველი ქართული კლასიკური ოპერით "აბესალომ და ეთერით" გაიხსნება. 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რეაბილიტაცია და რემონტი ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით 2010 წელს დაიწყო. პროექტის მთავარი არქიტექტორია ლერი მეძმარიაშვილი. ჯამურად, სულ ოპერის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა.

პროექტი ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები. 

ფოტოების ავტორი: ალექსანდრე შარვაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად