ხვალ გახდება ცნობილი,”კონსერვატორების” გადაწყვეტილება დარჩებიან თუ არა საპარლამენტო უმრავლესობაში

ამ დროისთვის, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრი ნინო გოგუაძე თამარ ჩუგოშვილს ხვდება, რომელმაც უმრავლესობის კიდევ 7 წევრთან ერთად დღეს მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება მოულოდნელი იყო.

“ეს არ იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც შევთანხმდით. ამიტომ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „კონსერვატორები“, ამაზე საზოგადოებისთვის იქნება შემდგომ ცნობილი,”- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა 8 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა და ზაზა ხუციშვილმა დატოვეს.

შეგახსენებთ: დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად