ხვალ ძიუდოისტები გუანჯოუს მასტერზე ასპარეზობაში ჩაებმებიან

ხვალ, ჩინეთში, უძლიერესი ძიუდოისტების მონაწილეობით, წლის დასკვნითი ტურნირი, გუანჯოუს მასტერსი აიღებს სტარტს.

მასტერსზე 53 ქვეყნის 234 სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის, 119 კაცი 38 ქვეყნიდან და 115 ქალი 41 ქვეყნიდან. მასტერსზე მსოფლიო რეიტინგში 1-16 ადგილებზე მყოფი ძიუდოისტები დაიშვებიან და რომელიმე მათგანის მიერ რაიმე მიზეზით ასპარეზობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას რეიტინგში უძლიერესი სპორტსმენი ანაცვლებს. მასპინძელთაგან ძიუდოისტი იმ შემთხვევაშიც დაიშვება, თუ ის რეიტინგში მეთექვსმეტე ადგილზე ქვემოთაა.

საქართველოდან ამ პირობის დაკმაყოფილება ქალებმა ვერ შეძლეს, ხოლო კაცებიდან მხოლოდ 81 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები არიან საუკეთესო თექვსმეტეულს ქვემოთ, 16 საუკეთესოში მოხვედრილთაგან კი ყველა არის მასტერსის მონაწილეთა შორის, გარდა უშანგი მარგიანისა, რომელიც 3165 ქულით, 90 კგ წონაში მე-13 ადგილზეა.

გუანჯოს მასტერზე კაცებში რეიტინგის პირველი ნომრები მხოლოდ 60-66 კგ წონით კატეგორიებში არ იასპარეზებენ, 73-81-90-100 და +100 კგ წონით კატეგორიებში კი რეიტინგის პირველი რვა ნომრიდან 81 კგ წონაში არ იქნება მე-3 და 100 კგ წონაში მე-7 ნომერი.

მასტერზე გამარჯვებულთათვის დაწესებული ფულადი პრიზების სიდიდე ასეთია:

I ადგილი – 7200 $ ძიუდოისტს და 1800 $ მწვრთნელს
II ადგილი – 4800 $ ძიუდოისტს და 1200 $ მწვრთნელს
III ადგილი – 2400 $ ძიუდოისტს და 600 $ მწვრთნელს

აღსანიშნავია, რომ გუანჯოუს მასტერსის შემდეგ შედგენილ 2018 წლის საბოლოო რეიტინგში, ყოველ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე მყოფ ძიუდოისტებს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციიდან გადაეცემათ ფულადი პრიზები 50 000 $-ის ოდენობით. მასტერზე სარეიტინგო ქულები ასე დაერიცხება:

I – 1800 ქულა
II – 1260 ქულა
III – 900 ქულა
IV – 648 ქულა
V – 468 ქულა
მონაწილე – 200 ქულა

გთავაზობთ ყველა წონითი კატეგორიის ხუთ-ხუთი უძლიერესი მონაწილის ჩამონათვალს.

60 კგ
ამირან პაპინაშვილი (5018 ქულა, N3)
რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი, 4800 ქულა, N4)
ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი, 4173 ქულა, N5)
ამარტუვშინ დაშდაავა (მონღოლეთი, 3889 ქულა, N6)
გუსმან კირგიზბაევი (ყაზახეთი, 3881 ქულა, N7)

ამირან პაპინაშვილთან ერთად ამ წონაში ლუხუმ ჩხვიმიანიც (2667 ქულა, N15) იჭიდავებს

წონის რეიტინგ-ლიდერი, იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა (6970 ქულა) მონაწილეთა შორის არ იქნება, თუმცა მისი სარეიტინგი ქულები, ისევე, როგორც სხვა ძიუდოისტების, შემცირდება 2016 წლის დეკემბერში მასზე დარიცხული ქულების ოდენობით.

66 კგ
ვაჟა მარგველაშვილი (5326 ქულა, N2)
ტალ ფლიკერი (ისრაელი, 4268 ქულა, N3)
ბარუხ შმაილოვი (ისრაელი, 4063 ქულა, N5)
იოშირო მარუიამა (იაპონია, 3615 ქულა, N7)
ხერლენ განბოლდი (მონღოლეთი, 3530 ქულა, N8)

წონის რეიტინგ-ლიდერი, იაპონელი ჰიფუმი აბე (6800 ქულა) გუანჯოუში არ იასპარეზებს

73 კგ
სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია, 6440 ქულა, N1)
ლაშა შავდათუაშვილი (5451 ქულა, N2)
ჩანგრიმ ანი (კორეა, 5380 ქულა, N3)
ტომი მაციასი (შვედეთი, 4746 ქულა, N4)
ოტბაიარ განბაატარი (მონღოლეთი, 4445 ქულა, N5)

81 კგ
საიდ მოლაი (ირანი, 6693 ქულა, N1)
ფრენკ დე ვიტ (ნიდერლანდები, 4946 ქულა, N2)
ხასან ხალმურზაევი (რუსეთი, 4160 ქულა, N4)
ალან ხუბეცოვი (რუსეთი, 3834 ქულა, N5)
დომინიკ რესელი (გერმანია, 3553 ქულა, N6)

ამ წონით კატეგორიაში განთესვის გარეშე იასპარეზებს ანრი ეგუტიძე (პორტუგალია, 2637 ქულა, N14)

90კგ
ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი, 5819 ქულა, N1)
ალექსანდერ კუკოლჯი (სერბეთი, 5088 ქულა, N2)
კრისტიან ტოტი (უნგრეთი, 4813 ქულა, N3)
ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა, 4255 ქულა N4)
დონგჰან გვაკი (კორეა, 4161 ქულა, N5)

მათთან ერთად იასპარეზებს ბექა ღვინიაშვილი (3877ქულა, N7)

100 კგ
ვარლამ ლიპარტელიანი (6558 ქულა, N1)
მაიკლ კორელი (ნიდერლანდები, 5706 ქულა N2)
გუჰემ ჩო (კორეა, 4896 ქულა, N3)
პეტერ პალჩიკი (ისრაელი, 4582 ქულა, N4)
ხორხე ფონსეკა (პორტუგალია, 3793 ქულა,N5)

+100კგ
გურამ თუშიშვილი (7202 ქულა, N1)
ლუკას კრპალეკი (ჩეხეთი, 5221 ქულა, N2)
დერენბაიარ ულზიბაიარ (მონღოლეთი, 3928 ქულა, N3)
დავიდ მოურა (ბრაზილია, 3778 ქულა, N4)
კოკორო კაგეურა (იაპონია, 3200 ქულა N5)

მათთან ერთად გამოვა ტატამზე უშანგი კოკოური (აზერბაიჯანი, 2347 ქულა, N16)

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად