ხვალ, ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

საქართველოს კაცთა ნაკრები შეჯიბრზე 9, ხოლო ქალთა ნაკრები 4 სპორტსმენითაა წარდგენილი.

კაცები

60კგ – ამირან პაპინაშვილი

66კგ – ვაჟა მარგველაშვილი

73კგ – ლაშა შავდათუაშვილი

81კგ – ზებედა რეხვიაშვილი

90კგ – ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი

100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი

+100კგ – გურამ თუშიშვილი და ადამ ოქრუაშვილი

ქალები

57კგ – მარიამ ჯანაშვილი

70კგ – ნინო ოძელაშვილი და ესთერ სტამი

+78კგ – ელენე ქებაძე

შეჯიბრის პირველ დღეს ტატამზე გამოვლენ 48კგ წონით კატეგორიის ქალები და 60კგ წონითი კატეგორიის კაცები. მონაწილეებიდან ასპარეზობის დაწყებამდე რეიტინგის მიხედვით შეირჩა 8 სპორტსმენი და მათგან ორ-ორი ოთხი ჯგუფის ურთიერთ საპირისპირო მხარეს მოხვდა, რათა მათი გზები შემთხვევით უკვე საწყის ეტაპზე არ გადაიკვეთოს.

ამირან პაპინაშვილი – დაბ. 17 ივნისი, 1988წ, 2966ქ, ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული, მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, წონის რეიტინგ-ლიდერია და, ბუნებრივია, განთესილებს ჩაუდგა სათავეში.

მასთან ერთად განთესილებში მოხვდნენ და გამარჯვების პრეტენდენტებად განიხილებიან:

ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია) – დაიბ. 30 მაისი, 1993წ, 2700ქ, რიო-2016 ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული (2013წ) და ბრინჯაოს მედალოსანი (2014წ), აზიის ჩემპიონატის გამარჯვებული (2017წ).

ფრაცისკო გარიგოსი (ესპანეთი) – დაბ. 9 დეკემბერი, 1994წ, 2409ქ, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (რეპეშაჟის ფინალში დასაწყისშივე აღებული ვაზარით დაამარცხა ლუხუმ ჩხვიმიანი).

ერიკ ტაკაბატაკე (ბრაზილია) – დაბ. 9 იანვარი, 1991წ, 2194ქ, 2017 წლის პანამერიკული თამაშების ვერცხლის მედალოსანი.

ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი) – დაბ. 10 აგვისტო, 1991წ, 2064ქ, 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატის და ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ( რუს რობერტ მშვიდობაძესთან მარცხის შემდეგ, რეპაშაჟის ნახევაფინალში და ფინალში, ვაზარ-იპონით, ჯერ თურქი ბეთქილ შუკვანი, შემდეგ კი ამირან პაპინაშვილი დაამარცხა).

ამარტუვშინ დაშდაავა (მონღოლეთი) – დაბ. 15 დეკემბერი, 1987წ, 1870ქ, 2013წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი

რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი) – დაბ. 17 აგვისტო, 1989წ, 1774ქ, ევროპის ამჟამინდელი ჩემპიონი.

რიუჯი ნაგაიამა (იაპონია) – დაბ. 15 აპრილი, 1996წ, 1770ქ, ეკატერინბურგის (2017წ) და ტოკიოს (2016წ) გრანდ სლემის ტურნირების გამარჯვებული.

არაგანთესილებიდან გამოვყოფთ მონღოლ ბოლდბაატარ განბატს, უზბეკებს – მუხრიდინ ტილოლოვს და დიორბეკ ურუზბოევს, ბრაზილიელ პელიპ ფელიპეს, ბულგარელ იანისლავ გერჩევს, თურქ ბექირ ოზლუს (ბეთქილ შუკვანი),

ფრანგ გედრიჩ რევოლს, ყირგიზ ოთარ ბესტაევს, ყაზახებს –

გუსმან კირგიზბაევს და იელდოს სმეტოვსუნგრელ ცსაბა საბოს, ეკვადორელ ლენინ პრეციადოს.

რაც შეეხება ლენინს, მას მაყურებლებში კი შეუძლია გარკვეული გამოცოცხლება გამოიწვიოს, მაგრამ მეტნაკლებად სერიოზული წარმატების შანსი არ აქვს.

ცნობისთვის, ლენინი, გვარად პრეციადო, ეკვადორელი ძიუდოისტია და პანამერიკულ თამაშებზე ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული.

ქალთა 48კგ წონითი კატეგორიის განთესილები:

1. ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი) – 3390ქ

2. ურანცენცეგ მუნხბატი (მონღოლეთი) – 3020ქ

3. ამი კონდო (იაპონია) – 2681ქ

4. მილიცა ნიკოლიჩი (სერბეთი) – 2483ქ

5. სტეფანი კოიამა (ბრაზილია) – 2050ქ

6. მარინა ჩერნიაკი (უკრაინა) – 1996ქ

7. ტაციანა ცეზარი (გვინეა-ბისაუ) – 1858ქ

8. ნოა მინსკერი (ისრაელი) – 1853ქ

შეჯიბრზე დასაწრები ბილეთების ფასი ძალიან დიდ დიაპაზონში მერყეობს. ყველაზე იაფი, ე.წ. ბრინჯაოს კატეგორიის ბილეთის ფასი 1000 ფორინტიდან (9,35 ლარი) იწყება, ვერცხლის კატეგორიის ბილეთის 11 900 ფორინტიდან (111,3 ლარი), ოქროს კატეგორიის 17 900 ფორინტიდან (167,4 ლარი) , ხოლო ყველაზე ძვირი კი…ე.წ. პლატინის კატეგორიის ბილეთები ოქროს კატეგორიათაგან საუკეთესოებს აერთიანებს, შეზღუდული რაოდენობითა, მსურველმა მის შესაძენად უნგრეთის ძიუდოს ფედერაციას უნდა მიმართოს და, მათგან თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, 120 ევრო გადაიხადოს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად