ხვალ აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ისევ ორ სესიად ჩააბარებენ.
დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო სესიაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 97% გამოცხადდა. ხვალ კი აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ორ სესიად ჩააბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება. ყველა საგამოცდო ცენტრი, გაგრილების სისტემით არის აღჭურვილი.