ხვალ, 24 სექტემბერს ჯივიპი ისნის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 24 სექტემბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გიორგი შერვაშიძის ქუჩის მიმდებარედ,  წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი რის გამოც  ხვალ, 24 სექტემბერს, 23:50 საათიდან 25 სექტემბრის, დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

შირაქის, აწყურის, ძევერის, კაჩინსკის  და მიმდებარე ქუჩებს და  ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...