ხვალ, 22 ოქტომბერს ჯივიპი მთაწმინდის რაიონში, ერისთავი-ხოშტარიას ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 22 ოქტომბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მთაწმინდის რაიონში, ერისთავი-ხოშტარიას ქუჩა  N23-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა ბაუცილებელი, რის გამოც ხვალ, 22 ოქტომბერს, 12:00 -დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: ერისთავი-ხოშტარიას, ბელინსკის, ჭოველიძის, ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად