ხვალ, 20:00 საათიდან „სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დაიწყება

„სინოფარმის“ მეორე დოზების ვაქცინაცია მოსახლეობას უწევს უკვე 25 მაისის შემდეგ და ხვალ დღის ბოლოდან, რვა საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლობას „სინოფარმის“ მეორე დოზებზე“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ „სინოფარმის“ ახალ დოზებს მივიღებთ ივნისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე, ამასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში დასრულდება მოლაპარაკებები და უდრო ზუსტ ინფორმაციას გაგაცნობთ. იგივე შეეხება წითელი ჯვრის მიერ ნაჩუქარ 100 000 დოზა „სინოფარმს“, რომლის მოწოდებასაც ველოდებით“, – განაცხადა თამარ  გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...