ხვალ, 15 ნოემბერს ჯივიპი კრწანისის რაიონში, კოტე აფხაზის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 15 ნოემბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისის რაიონში, კოტე აფხაზის ქუჩა N33-თან, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 15 ნოემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში: კოტე აფხაზის და ანტონ კათალიკოსის ქუჩების ნაწილს, ერეკლე მეორეს ქუჩას და შესახვევს, ცინცაძის, დიუმას, ვერცხლის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად