ხვალ, 11 ივლისს, ჯივიპი 13 ასურელი მამის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.

კომპანიამ საბურთალოს რაიონში, 13 ასურელი მამის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ერთ კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყო.

კომპანიამ აღნიშნული პროექტში 150 ათას ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

ჯივიპი რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს – ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 11 ივლისს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 11 ივლისს, ღამის 23:00 საათიდან 12 ივლისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში

13 ასურელი მამის, როსტევანის, ჯანიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ბენდუქიძის და დიდი დიღმის დასახლებებს, სოფელი დიღმის და ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის და ვაზისუბნის ქუჩებს.

დიდუბის რაიონში:

დიღმის მასივის I კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს.

გლდანის რაიონში

ზაჰესში – გრ. ხანძთელის, სხვიტორის და კასკადის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად