ხვალ, 1 ოქტომბერს ჯივიპი ვაკის რაიონში, შავგულიძის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოების ჩაატარებს

ხვალ, 1 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, შავგულიძის ქუჩა N 9-თან, წყალმომარაგების სისტემაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 1 ოქტომბერს, 23:50 საათიდან 2 ოქტომბრის, დილი 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში:
ნუცუბიძის III მ/რ-ს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, შავგულიძის, სანდრო ეულის და მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას III-VII კვარტლებს და ქავთარაძის ქუჩის ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად