ხუზმიაშვილი: მე ახლა თავს დაუცველად ვგრძნობ, მივმართავ სახალხო დამცველს, დაიცვას ჩემი უფლებები

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ალექსანდრე მილორავა მეხუთე დღეა შიმშილობას აგრძელებს. დღეს ორგანიზაცია „მე მიყვარს ბათუმს“ „ახალგაზრდობის ხმა“ შეუერთდა. მათ შენობასთან გიორგი კოხრეიძის მარიონეტი მოიტანეს და ჩამოკიდეს.

ადგილზე მისულ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ვახოს ხუზმიაშვილს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. ხუზმიაშვილს მათ ტროლი უწოდეს და გადაცემის არასრულ გაშუქებაში დაადანაშაულეს.

“ტროლების ბრიგადიდან ხართ ჩამოსული, რომ მოაჯდეთ აჭარას თავზე. მაგრამ არსებობს ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ არიან. ბოტების ფაბრიკიდან ხართ მივლინებით წამოსული”.

ვახო ხუზმიაშვილმა სახალხო დამცველს მიმართა და განაცხადა, რომ ის თავს დაუცველად გრძნობს.

“ყველაფერი არის ეთერში გასული. მე მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, დაიცვას ჩემი, როგორც ერთი რიგითი ჟურნალისტის უფლებები, მე ახლა თავს დაუცველად ვგრძნობ. მიიღოს შესახაბამისი ზომები”, – განაცხადა ხუზმიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად