ხუზმიაშვილი: ხაზარაძემ ოქუაშვილს სულ მატყუარა ეძახა და გვარამიას ერთი სიტყვით არ დაუცავს, არადა აზის მის ტელევიზიას

ოქუაშვილი არავის არ აინტერესებს, არავინ არაფრად აგდებს, იყენებენ მის ქონებას და ბოლოს ისე მოსვრიან, როგორც თავად მოგვისროლა ის გუნდი, რომელმაც ტელევიზია გავაკეთეთ,- ამის შესახებ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ნეტა ამ ფაქტზე ზაზა ოქუაშვილი რას ფიქრობს? ხაზარაძე ყავდა გვარამიას სტუმრად და ოქუაშვილს მატყუარა ეძახა, ჩემ ბანკს უკანონო არაფერი გაუკეთებია და იტყუებაო. ერთი სიტყვა არ დასცდენია გვარამიას ოქუაშვილის დასაცავად, არადა აზის მის ტელევიზიას, მის ქონებას და თავის საქმეს იკეთებს. აზრადაც არ მოსვლია, ზრდილობის გამო მაინც შეპასუხებოდა. ძალიან მარტივია პასუხი – წერს ვახო ხუზმიაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად