ხუზმიაშვილი: ახალი ამბების მთავარი გამოშვება ეთერში ვეღარ გავიდა, ვერ გავა “თავისუფალი სივრცეც”

ამის შესახებ ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი Facebook-ში წერს:

“აქამდეც მივედით. ახალი ამბების მთავარი გამოშვება ეთერში ვეღარ გავიდა. ვერ გავა “თავისუფალი სივრცეც”. სახელმწიფომ ყველა ბერკეტი გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ. არ ვიცით ხვალ რა იქნება, დღეს კი ასეა…” – წერს ვახო ხუზმიაშვილი.

შეგახსენებთ “ომეგა ჯგუფი” ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაშია. რისი მიზეზიც ათეულობით მილიონის დავალიანებაა. კომპანია ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს, გაავრცელეს ფარული სატელეფონო ჩანაწერებიც. მმართველ გუნდში კი ბიზნესზე ზეწოლას უარყოფენ და ამბობენ, რომ “ომეგა ჯგუფს” ვალის გადახდა არ უნდა. “ომეგა ჯგუფის” საკუთრებაშია “იბერიაც”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...