ხუციშვილი TBC-ის საქმეზე: ეროვნულ ბანკთან კითხვები მაქვს-რა შუაშია ფულის გათეთრება?!

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

კითხვაზე პარლამენტს უნდა მოესმინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის, თუმცა როგორც ცნობილი გახდა მან არ ჩათვალა საჭირო, ხუციშვილი პასუხობს:

“ძალიან საწყენია. მე მქონდა მასთან შეკითხვები. მათ შორის რეგულაციებთან დაკავშირებითაც. მათ შორის “თიბისის საქმეზეც”. იმ დეტალებს, რომელსაც მე ამ საქმესთან დაკავშირებით ვიცნობ, იქ საერთოდ ფულის გათეთრება რა შუაშია, მე ვერაფერი გავიგე სიმართლე გითხრათ. იმიტომ, რომ გამოტანილია ბანკიდან ფული, გადასესხებულია და შეტანილია მსოფლიო ბანკის რაღაცა იმაში, რომელსაც ხვალ უფრო დეტალურად გავიგებ. გათეთრება ნიშნავს არალეგალურად ნაშოვნი ფულის მოქცევას რაღაცნაირად ლეგალურ წყაროებში. ვერ მივხვდი. ამიტომ ძალიან ბევრი შეკითხვაა, რა ხდება როგორ ხდება და ეს ყველაფერი როგორ მოქმედებს ჩვენს საინვესტიციო გარემოზე და ბიზნესის დაცულობაზე. რა თქმა უნდა ეს შეკითხვები ძალიან ბევრ დეპუტატს აქვს”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...