ხუციშვილი: მესამე არჩევნებია ” ოცნებისთვის“ და გამორიცხულია, რომ ზუსტად იგივე გუნდით წარდგეს

“მესამე არჩევნებია “ქართული ოცნებისთვი” და გამორიცხულია, რომ ზუსტად იგივე გუნდით წარდგეს”,-ამის შესახებ განცხადება, „კურიერთან“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა გააკეთა.

“მესამე არჩევნებია “ქართული ოცნებისთვი” და გამორიცხულია, რომ ზუსტად იგივე გუნდით წარდგეს… გაზაფხულიც მძიმე იქნება და შემდეგი არჩევნებიც არ იქნება მარტივი იმიტომ, რომ ორი ვადა საკმაოდ ხანგრძლივი დროა იმისთვის, რომ შედეგები შეფასდეს და, ალბათ, მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ამის მიხედვით მიიღოს, რა დაპირებები მიიღო, რა დონეზე შესრულდა ეს დაპირებები, რა პოლიტიკური მოცემულობაა, ვინ იქნება იმ მომენტისთვის მთავარი ოპოზიციური ძალა. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვადასტურებ, რომ არ იქნება მარტივი არჩევნები,“ – განაცხადა ხუციშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად