ხუციშვილი: დანაშაულებზე დროული რეაგირება, ვითარების დარეგულირების წინაპირობაა

ძალიან ცუდია ასეთი რაღაცეები, მაგრამ დროული რეაგირება და საქმეების გამოძიება წინაპირობაა იმის რომ მომავალში სიტუაცია დარეგულირდება – ასე ეხმაურება ბოლო დღეებში თბილისში კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას „ქართული ოცნების“ ახალი სახე ზაზა ხუციშვილი "აიპრესთან" საუბრისას.

მისი შეფასებით, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი არ არის და ეს მაშინ იყო როცა შსს მაღალი თანამდებობის პირები ძალადობდნენ ადამიანებზე.

„ჩვენმა მოსახლეობამ ალბათ ძალიან კარგად იცის რომ აშშ-იც ხშირად ხდება როგორც ქუჩის გარჩევები, ასევე ის რომ ვიღაც მანიაკი ყოველგავრი მიზეზის გარეშე 10-12 ადამიანს კლავს. გაგახსენებთ, მიუნხენის შემთხვევას, როდესაც ადამიანთა ჯგუფი სუპერმარკეტში შეიჭრა და ცეცხლი სამი სხვადასხვა მიმართულებით გახსნეს.

დიახ, ამას ტერორიზმის კვალიფიკაცია მიეცა, თუმცა ეს ვითარებას არ ამსუბუქებს. მთავარი რეაგირებაა და ამ ბოლო დროს ჩადენილი დანაშაულები ყველა უმოკლეს ვადაშია გახსნილი. ძალიან ცუდია ასეთი რაღაცეები, მაგრამ დროული რეაგირება და საქმეების გამოძიება წინაპირობაა იმის რომ მომავალში სიტუაცია დარეგულირდება“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

„ქართული ოცნების“ ახალი სახე ამბობს, რომ ის ოპონენტებს ვერ დაეთანხმება იმაში, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია.

„რას ნიშნავს დაუსჯელობის სინდრომი, მაშინ როდესაც ყველა დასჯილია ვინც დანაშაული ჩაიდინა. დაუსჯელობის სინდრომი მაშინ იყო, როდესაც ნამდვილი დამნაშავეები პოლიციის უმაღლეს ეშელონებში იყვნენ. სწორედ ეს ადამიანები აგორებენ ამას. მათი ე.წ. ოცნებაა რომ საქართველო დაქცეულ ქვეყნად გამოაცხადონ. ოცნებობენ რომ იქნებ მათკენ მიბრუნდეს ამომრჩეველი.

 

ბელგიამ საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რიგებში შეიყვანა. ბოლო კვლევით, საქართველო სამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რიგებში შეიყვანეს. დანაშაულები არ ხდება ტურისტების მიმართ“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად