ხუციშვილი: ჩვენი ამოცანა ის კი არაა ხალხს მეტი ფული მივცეთ, არამედ ის, რომ ბიზნესს შევუწყოთ ხელი და ხალხი დასაქმდნენ

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“რაც შეეხება იმას რატომ არ შედის სოციალური საკითხები ყველა ოჯახში, ამაზე ვიტყვი იმას, რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილი 10 ლარი რომ მოუმატო, ეს არის წელიწადში 200 მილიონით მეტი ბიუჯეტში. ამიტომ ამოცანა ის კი არ არის რაც შეიძლება მეტი ფული მივცეთ ამ ხალხს, არამედ ამოცანა არის ის, რომ ბიზნესს შევუწყოთ ხელი, იმისათვის, რომ ადამიანები დასაქმდნენ. თუ ადამიანები ვერ დასაქმდებიან სახელმწიფო ისეთ სიკეთეს ვერ შეუქმნის, რომ მათ თავიანთი შვილები უკეთესად გაზარდონ. ეს ხომ ზღაპარია და თქვენც კარგად გესმით ეს”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...