ხუთი ქართველი მოჭიდავიდან სოფიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური ვერცერთმა ვერ მოიპოვა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე წარუმატებელი გამოდგა ქართველ მოჭიდავეთა გამოსვლა

60 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალურ შეხვედრაში დათო ჩხარტიშვილი მოლდოველ ჩობანუს ხვდებოდა,
 
პირველ პერიოდში პასიურობისთვის პარტერში ჩაყენებულმა ჩობანუმ შეძლო ცუდი პოზიციიდან თავის დაღწევა, დგომში ჭიდაობის გაგრძელება და იმ წამსვე კისრულით ორი ქუკლის აღებასთან ერთად ხალიჩაზე დათო ჩხარტიშვილის ბეჭებით გაკვრა.
 
სოფიის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე 5 მოჭიდავიდან (3 თავისუფალი და 2 ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე), საგზურს ვერცერთი ვერ შეწვდა.
 
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი თავისუფალი სტილით მოჭიდავე (74-97-125 კგ) და ოთხი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (67-87-97-130 კგ) იასპარეზებს
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...