ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ზოლთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხურჩა- ნაბაკევის საოკუპაციო ზოლთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

ადგილობრივების განცხადებით, ხდება ძველი ღობეების ახლით ჩანაცვლება და ბოძებზე ვიდეო-კამერების დამონტაჯება, რათა რუსმა სამხედროებმა პატრულირება გააძლიერონ.
“გვესმის მძიმე ტექსნიკის ხმა, როგორც ხედავთ ძველი მავთუხლართები ახლით ჩაანაცვლეს, ასევე ბოძებზე დაამონტაჯეს ვიდეო-კამერები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასევე თხრიან დიდი ბარიერებს, თუმცა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან, წყლის იქეთ რაც იყო ტერიტორიაზე, ანუ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავლებენ ახალ მავთუხლარტებს,”-აცხადებენ ადგილობრივები.

სუს-ში ადასტურებენ, რომ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მდვილად მიმდინარეობს.

“ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები.

აღნიშნულის შესახებ გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად