ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე 19 წლის ჯარისკაცს, სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა

ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე 19 წლის კობა გეთიას სავარაუდოდ იარაღი გაუვარდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ინციდენტი სამი დღის წინ მოხდა.

როგორც დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, დაჭრილი სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა, რა დროსაც იარაღი გაუვარდა.

ჰისპიტალში დაჭრილის ჯანმრთელობის მდგონარეობასთან დაკავშირებით არ საუბრობენ.

გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად