ხუნწარია: ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი, არტარეაში ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად მნიშვნელოვნად მიმაჩნია

ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი. არტარეაში დღეს ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია.”-ამის შესახებ, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე სოფო ხუნწარია სოციალურ ქსელში წერს.

” ძალიან ბევრი მირეკავს, მწერს და ათას ვერსიას ვისმენ. მეგობრებო ხდება ხოლმე ასეც, როდესაც პირადი განცხადების საფუველზე მიდიან ადამიანები თანამდებობიდან და სხვა რაიმე აპოკალიპტური ფონი არ არსებობს. კოლეგებს ბოდიში, რომ მათ ზარებს არ ვპასუხობ(ჟურნალისტებს ვგულისხმობ) მაგრამ გთხოვთ რიგი ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ:)) უხერხულია.

მე ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას, ჩემი პირადი მიზეზების გამო. არ მომწონს, როცა ჩამონათვალს აკეთებენ და წუწუნს იწყებენ რიგ საკითხებზე. ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი. არტარეაში დღეს ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აქვე გეტყვით, რომ ორ წელიწად ნახევრის მანძილზე ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მადლობა კახის, რომ მომცა ამის შესაძლებლობა და, რომ გვერდში მედგა საქმეში. მადლობთ ჩემს საყვარელ მოადგილეებს, ირაკლებს, მაიკოს და ილიას. ჩემს გუნდს, რომელიც ყველაზე კომფორტული იყო და შეუძლებელიც შევძელით ერთად. ჩემთვის ეს წლები დაუვიწყარი იქნება და იმ ძირითად სფეროს, რომელსაც ვკურირებდი არ ვუღალატებ. ხვალ უკვე ყველა პროექტს ჩამოვთვლი რაც გავაკეთე და რასაც ვტოვებ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი, რომელიც დღეს მერიაშია ყველაფერს გაუმკლავდება. იშვიათად შეკრული გუნდი❤️❤️❤️

მიყვარხართ და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი ჩამონათვალი და თუ ვინმე გამომრჩა ყველამ მიიღეთ თქვენ თავზე, რადგან განურჩევლად მადლიერი ვარ ყველასი💕💕💕Kakha Kaladze კახა კალაძე. Shotiko Chichinadze Qeto Gurgenidze Tamar Potsze Nini Sanadiradze Tamar Marr Ninia Matcharashvili Gogi Chikovani ჯაბა სიხარულიძე Natia Chelidze Gela Chiviashvili Nodar Razmadze Mziko Kalandadze @რუსო მორჩილაძე, ღონისძიებების მთელ დეპარტამენტს და ნინუცა ბუცხრიკიძეს, ვალერის💕მთელ გუნდს:კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ სამსახურს💕ნელ- ნელა მივამატებ:)) ასევე დიდი მადლობა კულტურის და სპორტის მოღვაწეებს, რომ ჩვენ ვეცადეთ და შევძელით, რომ ბევრი მაგარი პროექტი შეგვექმნაkhishviliEkaterina Jojua Manana Toqmajishvili Tamara TeTe Nino Suladze @irakli gvilava ციკო შალოშვილი Tika Rukhade”-წერსსოფიო ხუნწარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად