ხუნდაძე: ვიცი, რომ თანამდებობის პირები არიან დაკავებულები, დეტალებს არ ვფლობ

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“იმაზე მეტი, რაც თქვენ იცით, ამ ფაქტთან დაკავშირებით არ ვიცი. ვიცი, რომ საჯარო მოხელეები, თანამდებობის პირები არიან დაკავებულები. არიან ეჭვმიტანილები. სამწუხაროა, როცა საჯარო მოხელე, მით უმეტეს თანამდებობის პირი არის ეჭვმიტანილი მსგავს საქმეში. აქვე მინდა ვთქვა, რომ არაფერ შუაშია პარტიულობა, მომხრეობა თუ მოწინააღმდეგეობა, საარჩევნო პერიოდია თუ არა. სამართალი არის სამართალი იქნება ეს არჩევნების პერიოდი თუ ახლად ჩატარებული არჩევნები”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) სავარაუდოდ ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს. უწყებაში ამ ეტაპზე ფაქტის შესახებ არ საუბრობენ. “აიპრესს” სუს-ში უთხრეს, რომ მოგვიანებით დაგვიკავშირდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად