ხუნდაძე: ვაჟა ჩემი მეგობარია, ერთად გვიმუშავია საოპერაციოში, იმედი მაქვს დაუბრუნდება ოჯახს

“მას ბევრი პაციენტი ელოდება”,-ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ “ტვ პირველთან” საუბრისას განცხადა, როდესაც ის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი მისი კოლეგა და მეგობარია.

“მე ვიტოვებ იმედს რომ ახალწლამდე ბატონი ვაჟა, რომელიც ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარია, რომელთან ერთადაც მე საოპერაციოში მიმუშავია, ის დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს. მას ექნება საშუალება რომ თავისი პროფესიული საქმიანობა გააგრძელოს. მას ბევრი პაციენტი ელოდება”,-ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

ცნობისთვის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია საოკუპაციო ხაზთან (სოფელ ოძისთან) დასრულდა.ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმს უკვე 37-ე დღეა დაკავებული ჰყავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად