ხუნდაძე: თანამოაზრეები არიან საკმაოდ მრავლად, იმაზე მეტი, ვიდრე გუშინ

თანამოაზრეები არიან საკმაოდ მრავლად. ერთი შემიძლია გითხრათ, იმაზე მეტი, ვიდრე ეს იყო გუშინ საღამოს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„არ მინდა, საკითხი დადგეს ისე, რომ დავიწყოთ ხმების რაოდენობით გუნდში ჭიდაობა. მინდა, რომ საკუთარი გუნდი დავარწმუნო და ის საფრთხეები ვაჩვენო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რაც მთავარია, დავარწმუნოთ პარტიის თავმჯდომარე, რომ ეს გადაწყვეტილება ხიფათის შემცველია“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, საპრლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი მაჟორიტარია, რომელმაც გუშინ კითხვები დასვა პროპორციული საარჩევნო სისტემაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად