ხუნდაძე საარჩევნო სისტემაზე: ივანიშვილი არ ერევა, ფილმი მახსენდება “გინდ დაიჯერეთ, გინდ არა”

"მე არა ერთხელ განმიცხადებია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ამ ეტაპზე არ იქნება სწორი, ამიტომ მე მხარს ვუჭერდი და დღესაც მხარს ვუჭერ, რომ დღეს არსებული შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემა უნდა შენარჩუნდეს",-ამის შესახებ ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ რუსთავი 2-ს განუცხადა. 

"თავიდან აზრთა მოზიარენი იყვნენ არცთუ ისე მცირე, მაგრამ დღეს ისინი უფრო მეტნი არიან",-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისივე თქმით, ამ პროცესში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ ერევა. 

"ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ერევა ამ პროცესში, ფილმი მახსენდება გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ აი ესეც გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ბატონი ბიძინა არ მინახავს ნახევარი წელია",-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად