ხუნდაძე: პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, კენჭისყრაზე დაგვეყენებინა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა და, რომელზეც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

ხუნდაძის თქმით, სხდომა საკმაოდ „ცხელი“ იყო.

„ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. მინდა, გითხრათ, ცხელი გამოვიდა სხდომა. თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქ არის საუბარი, თუ როგორც უნდა გააგრძელოს შემდეგი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ – ეყოლება სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება, მთავრობა, თუ ეყოლება რყევადი, არაძლიერი, სუსტი ხელისუფლება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად