ხუნდაძე: შევეცდები უმრავლესობა ჩავაყენო ისეთ მდგომარეობაში, რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა

“უმრავლესობა არ დაიშლება, მაგრამ შევეცდები უმრავლესობა ჩავაყენო ისეთ მდგომარეობაში, რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა, აიღონ პასუხისმგებლობა და გამოასწოროს საკუთარი შეცდომა.” 

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ ე.წ. ამერიკულ მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მოსაზრება არ იცვლება.

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა ეს ჩვენი ინიციატივა, მათ ერთი კვირის ვადა აქვთ, რომ განიხილონ საკითხი და მოგვცენ ფორმები, რითიც შევძლებთ, რომ გავიდეთ ხალხში და დავიწყოთ სავალდებულო 200 000 ხელმოწერის შეგროვება. ჩვენი მიზანი არის ორი, ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს იმდაგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც მისცემს გარანტიას, შემდგომ მისი პოლიტიკური ცხოვრება იქნება სტაბილური და არა რყევადი. ასევე ის, რომ ხალხი იყოს წყარო ხელისუფლების და თითოეულ რეგიონს ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში და არა ის, რომ პარტიები, რომელიც ზოგიერთი საოჯახო ბიზნესად არის ქცეული, ამოეფარონ მათ. პარლამენტი უნდა იყოს დაკომპლექტებული ადამიანებით, რომლებსაც პირდაპირ დაუჭერს ხალხი მხარს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისათვის: დიმიტრი ხუნდაძე და კიდევ 9 მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში მაინც დაარეგისტრირებენ. მაჟორიტარები მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას უკვე იწყებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად