ხუნდაძე: ოპოზიციის პრეტენზიები სცდება უკვე ზღვარს და იმ შეთანხმებას, რაც მიღწეულია

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ულტიმატუმების წამოყენება, რომ ქვეყანამ საარჩევნო პერიოდში შეაჩეროს სამართალი და სამართლებრივი ქვეყნისთვის მიუღებელი წესებით იცხოვროს, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია”.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

„ოპოზიციის პრეტენზიები სცდება უკვე ზღვარს და იმ შეთანხმებას, რაც მიღწეულია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია არათუ მზად არის, არამედ სურვილიც არ აქვს, რომ შეთანხმება ბოლომდე გაფორმდეს და საარჩევნო პროცესი წარიმართოს დადგენილი და გაწერილი წესებით, მშვიდ ვითარებაში. ისინი ისევ ცდილობენ დესტრუქციული გზით ეს შეთანხმება დაარღვიონ და პროცესი ქაოსში​ გადაიყვანონ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღეს 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. პარტიები შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, რეფორმებს განახორციელებენ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა.

შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად