ხუნდაძე მაჟორიტარულ სისტემაზე: შევეცდები უმრავლესობა ჩავაყენო იმ მდგომარეობაში, რომ მოთხოვნა გაითვალისწინონ

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას არ ეთანხმება.

“არ ვუპირისპირდები ბიძინა ივანიშვილს, არ ვუპირისპირდები საკუთარ გუნდს, მაგრამ საკუთარი გუნდის იმ ნაწილს, რომელიც ვერ ითავისებს იმ პასუხისმგებლობას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასეთმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ, მოვუწოდებ, აიღონ ეს პასუხისმგებლობა და გამოასწორონ საკუთარი შეცდომა. უმრავლესობა არ დაიშლება, მაგრამ შევეცდები, რომ უმრავლესობა ჩავაყენო იმ მდგომარეობაში, რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად