ხუნდაძე: მაჟორიტარებმა საკუთარი გადაწყვეტილებით ხელი შეუშალეს პუტინის საჩუქარს

“პუტინის საჩუქარს შეეშალა ხელი იმ გადაწყვეტილებით, რაც მიიღო მაჟორიტარებმა, რაც აიღეს საკუთარ თავზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქაოსი, დესტაბილიზაცია არის პირდაპირი ხაზი რუსეთისთვის, იმისთვის რომ საკუთარი ინტერესები აქტიურად განახორციელოს საქართველოში. ამას არ დავუშვებთ ჩვენ.”,-ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
დიმიტირი ხუნდაძის თქმით, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ის დამოკიდებულება გაახმოვანეს საკუთარი გადაწყვეტილებით, რასაც რეგიონში მუდმივად ისმენდნენ.
“აქციები რომ იქნებოდა და უმრავლესობაშიც რომ იქნებოდა რყევები, რა თქმა უნდა, ვიცოდით. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ. ჯობს მოკლევადიანი ამ მაშტაბის რყევები, ვიდრე შემდეგ გრძელვადიანი. ჩვენ არ წავედით ამაზე, მაჟორიტარებმა, გავახმოვანეთ ის დამოკიდებულება რასაც რეგიონებში მუდმივად ვისმენთ”,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძე, სამი დეპუტატიდან ერთ-ერთია, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი. კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
ამასთან, დღეს, კონგრესმენი ადამ კინზინგერი პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
The post ხუნდაძე: მაჟორიტარებმა საკუთარი გადაწყვეტილებით ხელი შეუშალეს პუტინის საჩუქარს appeared first on IPRESS.GE.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად