ხუნდაძე: კონგრესმენების განცხადება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უხერხულია

“მნიშვნელოვანია ჩვენი უმთავრესი პარტნიორის და უცვლელი პარტნიორის, აშშ-ს რეაქცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოფიციალური ამერიკის საელჩოს განცხადება და წერილი, სადაც დაბალანსებულია იმ მდგომარეობის აღწერა რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საარჩევნო პროცესების სწორად მართვა და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს თვისი რეფორმები. ჩვენ ვართ ღია მასთან თანამშრომლობისთვის.
ერთეული კონგრესმენების განცხადება რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, ასე მოუმზადებლად ცოტა, უხერხულია და ცოტა არ იყოს გასაკვირიც არის რომ კონგრესმენი გვთავაზობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, როდესაც ამრიკაში სრულად მაჟორიტარული სისტემაა.”,-ამბობს ხუნდაძე.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყანაში ქაოსს და დესტაბილიზაციას გამოიწვევდა.
“პუნტინის საჩუქარს შეეშალა ხელი იმ გადაწყვეტილებით რაც მიიღო მაჟორიტარებმა, რაც აიღეს თავზე. წინააღმდეგ შეთხვევაში ქაოსი დესტაბილიზაცია არის პირდაპირი ხაზი რუსეთისთვის, იმისთვის რომ საკუთარი ინტერესები აქტიურად განახორციელოს საქართველოში. ამას არ დავუშვებთ”,-ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
ცნობისთვის, კონგრესმენი ადამ კინზინგერი პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
The post ხუნდაძე: კონგრესმენების განცხადება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უხერხულია appeared first on IPRESS.GE.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად