ხუნდაძე კანდელაკს: ძალიან ცუდები ხართ… 2008 წელს პროვოკაციას წამოეგეთ და დღეს საზოგადოება დისკომფორტშია

ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკს გადაცემა “პირველებში” გამართული დებატებისას.

იქამდე კი გიორგი კანდელაკმა ხუნდაძისა და ხელისუფლების მისამართით ასეთი განცხადება გააკეთა:

“როცა საქმე საქმეზე მიდგა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიების გამო რუსეთზე ევროპის და ამერიკის მიერ სანქციების დაკისრება იქნება კარგი. აბა დისკომფორტი რა არის? საუბარი იმაზე არ არის, რომ საქართველომ დააწესოს სანქციები, ან შეუერთდეს, საუბარია იმაზე, რომ უკვე დაწესებული რომ არის სხვადასხვანაირი სანქციები ამ სანქციებში საქართველოს საკითხის შეტანა კარგი იქნებაო, ეს ვერ ვათქმევინეთ.

2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას რაც შეეხება, მისი საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი ძალიან მაღალია, რადგან სარკოზიმ მთელი ევროკავშირის სახელით მოაწერა ხელი. ამაზე რომ თქვას მინისტრმა რომ ეს საკითხი იყოს წამოწეული ევროკავშირისა და რუსეთს შორის გამართული შეხვედრისას. მაგალითად მაკრონი რომ შეხვდა პუტინს, მას რომ მოეთხოვა ეს, ცუდი იქნებოდა?!” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რასაც დიმიტრი ხუნდაძე ასე პასუხობს:

“ძალიან კარგი იქნებოდა თქვენ რომ ეს პრობლემა არ შეგექმნათ. ჯერ ერთი ანალიზს, რომ იწყებთ, მეათე საფეხურიდან არ უნდა დაიწყოთ. მთავარი მიზანი არ არის დისკომფორტი შეუქმნა ოკუპანტს და ოკუპანტის კარგი საქციელი მე არ მახსოვს, მაგრამ როცა დისკომფორტს უქმნი საკუთარ მოსახლეობას და როცა 2008 წელს წამოეგეთ პროვოკაციას და შექმენით ისეთი პირობა, რომ დღეს საზოგადოება უდიდეს დისკომფორტშია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კანდელაკის რეპლიკაზე, რომ “ჩვენ ცუდები ვართ, ხუნდაძე პასუხობს: “ცუდები კი არა, ძალიან ცუდები ხართ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად