ხუნდაძე: გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილე, როცა შევთანხმდით, რომ 2024-დან პროპორციულზე გადავდივართ

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ქართულ ოცნებას” დაპირება უკან არ წაუღია, ჩვენ 2024 წლიდან გადავდივართ სრულად პროპორციულ სისტემაზე. მე მაშინდელ გადაწყვეტილებსაც არ ვთვლი მაინცდამაინც სწორად, მაგრამ კომპრომისი გავიღე. მიუხედავად გუნდში ჩემი არაერთგზის დაპირისპირებული პოზიციისა, დავემორჩილე გუნდის ერთიან გადაწყვეტილებას. ამ მორჩილებასაც არ გამოეკიდოთ, ეს არის პოლიტიკური გუნდის ჩვეულებრივი წესი. შეიძლება განსხვავებული პოზიცია გქონდეს, მაგრამ თუ გუნდი ასეთ გადაწყვეტილებას ღებულობს, თუ შენი პრინციპული დამოკიდებულება არ არის ამ საკითხების მიმართ, შეიძლება შენი გადაწყვეტილება დათმო გუნდის საერთო გადაწყვეტილების სასარგებლოდ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად