ხუნდაძე: დღეს არც ზედმეტი წუწუნის და არც სარგებლის ძიების დროა

დღეს არც ზედმეტი წუწუნის და არც სარგებლის ძიების დროა.ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ უსარგებლობას- ამის შესახებ საპარლამენტო უმრაველსობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

“მსოფლიოში უკვე ინფიცირებულია 176 ქვეყანა. კორონავირუსი დაუდასტურდა 220.000 მოქალაქეს. ევროპაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება. საკმაოდ დიდი ეკონომიკური ზიანი მიადგა მსოფლიოს.
საქართველოში პირველი შემთხვევიდან 3 კვირა გავიდა. ამ დრომდე ე.წ. “შეკავების ფაზა” ზიანის გარეშე, წარმატებით გავიარეთ.
შესაძლო ეპიდემიოლოგიური სცენარით ინფიცირებუთა რაოდენობა მოიმატებს და მისი სიხშირე, გარდა პროცესის სწორად მართვისა, დამოკიდებულია მოქალაქეების სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რისი დეფიციტიც რიგ შემთხვევებშიც აშკარად შეინიშნება. უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის როლი ამ რთულ ვითარებაში. ბევრი მათგანი სახელმწიფოს და საზოგადოებას თანადგომას უცხადებს,ზოგი კი, ამ რთულ ვითარებაში, მხოლოდ სარგებელს ეძებს.
ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვებრძოლოთ უსარგებლობას. დღეს არც ზედმეტი წუწუნის და არც სარგებლის ძიების დროა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად