ხუნდაძე: ბოლო დროს საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ჩემთვის გაუგებარია

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე "აიპრესთან" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღაზე საუბრობს, მისი განცხადებით მეორე ტალღამ უნდა შეძლოს, რომ მოსახლეობა მანამდე მიიყვანოს ექიმთან სანამ მას სტაციონალური დახმარება დასჭირდება და მოხდეს რიგი დაავადებების პრევენცია. 

"საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი მოსახლეობას მიეწოდა, ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის პროგრამა, ეს იყო აუცილებელი. ახლა უნდა ვიზრუნოთ, რომ დარეგულირდეს და პაციენტები პირველადი ჯანდაცვის რგოლში აქტიურად მიდიოდეს და მოხდეს ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება, პრევენცია და მკურნალობაც იყოს უფრო ეფექტური და დამზოგველი.

საერთოდ ევროპული მაჩვენებელი არის ასეთი, რომ მოსახელობის 80-% აკითხავს პირველადი ჯანდაცვის რგოლს და მხოლოდ 20%-თვის ხდება საჭირო, რომ სტაციონალურლი მომსახურება გაეწიოს, ჩვენთან ეს აბსოლუტურად პირიქითაა. ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ ხარისხობრივი მაჩვენებელი გაიზარდოს, სანდოობა გაიზარდოს პირველ რიგში პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მხრიდან ექიმების მიმართ და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად მოხდეს მეტი დიფერენცირება. დავაკონკრეტებ: ანუ ვისაც მეტი საშუალება აქვს რომ ჯანრთელობა დააფინასოს, იქ ნაკლებად იყოს სახელმწიფო მონაწილე და ვისაც მეტი დახმარება სჭირდება, იმან მიიღოს მეტი დახმარება. თუმცა დიფერენცირება ამ პროგრამის დაწყების დღიდანვე იყო. სოციალურად დაუცველები იღებდნენ 100%-იან დაფინასებას, პენსიონერები 90%-იანს, არა სოციალურად დაუცველები 70%-იანს, ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ხშირად ჩვენი ოპონენტები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და მოსახლეობაში დამკვიდრდეს აზრი, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ღარიბსაც და მდიდარსაც ერთნაირად დაფინასებას, ეს არ არის სწორი", – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

ხუნდაძის განცხადებით, მეორე ეტაპმა უნდა მოახერხოს დიფერენცირება ღარიბი მოსახლეობის და შემოსავლიანი მოსახლეობის, რომ ორივე ფენამ ერთნაირად არ მიიღოს ერთნაირი დაფინანსება.

"მეორე ეტაპი უნდა იყოს მკვეთრი დიფერენცირება, შემოსავლიან მოსახელობასა და ღარიბ მოსახელობას შორის. ასე რომ ახალი არაფერი არ ახდება, ბოლო დროინდელი აჟიოტაჟი ჩემთვისაც გაუგებარია. ამ პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა, ახლა გადავდივართ მოსალოდნელ მეორე ეტაპზე რასაც ჩვენ ვაანონსებდით პროგერამის დაწყების დღიდან", – განაცხადა ხუნდაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად