ხუნდაძე კონგრესმენების მორიგ წერილზე: წერილის უდიდესი ნაწილის შინაარსი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის შფასებით, ვაშინგტონიდან გამოგზავნილი რიგით მეოთხე კრიტიკული წერილის შინაარსი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შესაძლებელია  კონგრესმენებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება, რაც კრიტიკული გზავნილის შინაარსს რადიკალურად შეცვლის.

“წერილის უდიდესი ნაწილის შინაარსი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია, თუმცა რა თქმა უნდა, უშუალო კომუნიკაციით მათთვის შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება, რის შემდეგაც მჯერა, რომ იგივე კონგრესმენების მხრიდან წერილის შინაარსი რადიკალურად შეცვლილი იქნება. რაც შეეხება პირად ინტერესებს, ეს არ წაადგება პარტიულ ურთიერთობას და ეს არ იქნება საუკეთესო შენატანი ჩვენსა და ჩვენთვის უმთავრეს პარტნიორ სახელმწიფოს, აშშ-ს შორის. შეგახსენებთ, რომ ეს არის მხოლოდ რამდენიმე კონგრესმენის მოსაზრება და არა ამერიკის შეერთებული შტატების,” – აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების”  წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად