ხუნდაძე: არც ბურთის და ვფიქრობ, არც პურმარილების დრო არ არის, დროა, უკვე გადაწყვეტილება იქნას მიღებული

“მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვღებულობ. მაღალი ინტერესით ვადევნებ თვალს ნებისმიერ შეხვედრას, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო, დიდი მოლოდინი რომ შედეგი დადგება და შეთანხმება შედგება, ნამდვილად არ მაქვს. თუმცა, თეორიულ შანსს მაინც ვიტოვებ, რომ შესაძლოა, მოვიდეს გონს ოპოზიცია, მთავარ სამიზნედ აიღოს ქვეყნის ინტერესი და არა ის თუ, ვინ როგორ და როგორი უმოკლესი გზით მოხვდება პარლამენტში და მაშინ შესაძლებელია, რომ საკუთარ თავში მოხდეს კომპრომისის მოძიება, რაც უკვე გააკეთა მმართველმა გუნდმა”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის საკითხის კომენტირებისას განუცხადა და აღნიშნა, რომ 100/50-ზე არის უკიდურესი კომპრომისი, რომელზეც „ქართული ოცნების“ გუნდი შეთანხმდა.

„მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვღებულობ. მაღალი ინტერესით ვადევნებ თვალს ნებისმიერ შეხვედრას, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო, დიდი მოლოდინი რომ შედეგი დადგება და შეთანხმება შედგება, ნამდვილად არ მაქვს. თუმცა, თეორიულ შანსს მაინც ვიტოვებ, რომ შესაძლოა, მოვიდეს გონს ოპოზიცია, მთავარ სამიზნედ აიღოს ქვეყნის ინტერესი და არა ის თუ, ვინ როგორ და როგორი უმოკლესი გზით მოხვდება პარლამენტში და მაშინ შესაძლებელია, რომ საკუთარ თავში მოხდეს კომპრომისის მოძიება, რაც უკვე გააკეთა მმართველმა გუნდმა. ჩვენთანაც შიგნით საკმაოდ მკვეთრი იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მივედით საერთო შეთანხმებამდე, რასაც მე ვეძახი უკიდურეს კომპრომისს, ეს არის 100/50-ზე. ეს არის ის უკიდურესი კომპრომისი, რომელიც იქითაც უკვე სახელმწიფო სტაბილური განვითარების საკითხი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მოლაპარაკებების თაობაზე ოპოზიციის ულტიმატუმები მიუღებელია.

„სამართალი არ შეიძლება, რომ ულტიმატუმის საგნად იქცეს მოლაპარაკებაში, თუ როგორი საარჩევნო სისტემა უნდა იყოს ქვეყანაში. ასე რომ, ახლა არც ბურთის და ვფიქრობ, არც პურმარილების დრო არ არის, იწურება დრო, როცა შეიძლება რეალურად საერთო შეთანხმება იქნას დაწერილი ფურცელზე და გაფორმდეს, ამიტომ დროა, უკვე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად