ხუნდაძე: ადრე ციხიდან ნაწამები ადამიანები გამოდიოდნენ, დღეს კი კოსტუმში გამოდიან, იქვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ

„პრობლემაა, როცა კრიმინალური ქმედება და ამის გამო საპყრობილეში ყოფნა პოლიტიკურ აქტივობად ითვლება გარკვეული ჯგუფების მხრიდან და ისინი მზად არიან მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანი ლიდერად წარუდგინონ საზოგადოებას“,-ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ადრე ციხიდან ნაწამები ადამიანები გამოდიოდნენ, დღეს კი კოსტუმში გამოდიან, იქვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და ავიწყდებათ საკუთარი ხელით შექმნილი მძიმე წარსული.

„როგორც ხედავთ ციხის კარები ზოგჯერ იხურება და ზოგჯერ იღება კიდეც. მთავარია, კარებთან სამართალი იდგეს და არა ვინმეს განწყობა იყოს მისი მამოძრავებელი, როგორს ეს აქამდე ხდებოდა. ისიც შესამჩნევია, რომ ადრე ციხიდან ნაწამები ადამიანები გამოდიოდნენ, დღეს კი კოსტუმში გამოდიან და იქვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ავიწყდებათ საკუთარი ხელით შექმნილი მძიმე წარსული, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, სტაბილურად, ყოველ 5 დღეში 3 გვამი გამოჰქონდათ და გარეთ, კიდევ დამატებით 2-ს ითხოვდნენ“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად