ხუნდაძე: 2007 წლის 7 ნოემბერს “ნაცმოძრაობა” შეეცადა ქართველი ხალხის იმედისთვის სული ამოეხადა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენა და “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ ისაუბრა.

“ამ დღეს მათ საკუთარ მოსახლეობას, პირდაფირ ეთერში, აჩვენეს თავისი რეალური სახე. ფეხ-ქვეშ გათელეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ღირსება და ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება.

სწორედ ამიტომ 2012 წლის 1 ოქტომბერს საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცა და ისინი ჩამოაცილა ქვეყნის მართვის სადავეებს. თუმცა, როგორც ჩანს, ნაცმოძრაობა და მათი “მოძმეები” დღემდე ვერ ითავისებენ მომხდარს და უფრო მეტიც, იმ დღიდან მოყოლებული, ცდილობენ ნებისმიერი გზით, დაიბრუნონ ხელისუფლება და ამისათვის არ ერიდებიან არავის და არაფერს.

ამას ცდილობენ დღესაც. ებრძვიან ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების უპირატეს ინტერესებს. იერიში მოაქვთ რწმენაზე და ძირს უთხრიან მთავარ ღირებულებებს, თუმცა ქართველი ხალხის ნება მაინც გაიმარჯვებს და მას სულს ვერავინ ამოხდის. ამისათვის აუცილებელია წარსული სწორად შევაფასოთ და არ დავივიწყოთ ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლება, რომ ის რაიმე ფორმით უკან არ შემოგვეპაროს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად