ხულოში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია

ხულოს მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 70 სანტიმეტრია, მაღალი ზონის სოფლებში კი, ერთ მეტრს აღწევს. მეტრნახევარია თოვლის საფარის სიმაღლე, კურორტ გოდერძიზე.

როგორც ხულოს მერიაში ამბობენ, გუშინ გვიან ღამით დაიწყო გზებზე თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოები.

„ამ დროისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 14 და ხულოს მერიის 2 ერთეული მძიმე ტექნიკა აწარმოებს გზების გაწმენდით სამუშაოებს. საავტომობილო მოძრაობა დასაშვებია კურორტ გოდერძის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტომობილებით. აგრეთვე, ინტენსიურად იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები. სადაც, დღის პირველ ნახევარში აღდგება სრულად მოძრაობა. ელექტრო ენერგიის მომარაგების კუთხით არის გარკვეული შეფერხებები. თუმცა, ენერგო-პრო ჯორჯიას შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ და დღის განმავლობაში აღდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება“, -აცხადებენ ხულკოს მერიაში.
დიდთოვლობის გამო ზვავი ჩამოწვა ხიხაძირის თემში. როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, ტერიტორია, სადაც ზვავი ჩამოწვა, მოსახლეობისგან დაშორებულია, შესაბამისად, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
დიდთოვლობის გამო ხულოსა და შუახევის 17 სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. სააღმზრდელო პროცესი ჩაისალა, მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე საბვშვო ბაღშიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად