ხულოში თოვლის საფარის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა

ხულოში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. უხვმა ნალექმა, მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აჭარბებს და გადაადგილება გართულებულია.

რამდენიმედღიანი თოვის შემდეგ, გადაადგილებასთან ერთად, ხულოს მოსახლეობას პრობლემები შეექმნა ელექტრომომარაგებაშიც.

,,ენერგო-პრო-ჯორჯიას ” ინფორმაციით დაზიანებების აღმოსაფხვრელად, სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. უხვი ნალექისგან იწმინდება დაბა ხულოს ქუჩები.

„ხულოში ელექტრო ენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია. შესაბამისი ბრიგადები აგრძელებენ მუშაობას პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ინტენსიურად იწმინდება სამედიცინო დაწესებულებებთან, აფთიაქებთან და სხვა სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელი გზები. ადგილობრივი თვითმართველობისა და მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვა სახელმწიფო სამსახურები აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, -აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად