ხულოში, სოფელ წაბლანაში სასმელი წყლის მაგისტრალი შენდება

ამ დროისთვის სათავე ნაგებობის, საქლორატოროსა და რეზერვუარის მოწყობა მიმდინარეობს, ასევე ნაწილობრივ დაწყებულია მაგისტრალის მშენებლობაც. სამუშაოები მერიის ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, საქლორატოროს, სანიტარული ღობისა და 6,6 კმ სიგრძის მაგისტრალის მშენებლობა. პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ მაისს დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად