ხულოში, სოფელ წაბლანაში მოსახლეობის ბოიკოტი გრძელდება – აქ მოქალაქეები კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ

ხულოში, სოფელ წაბლანაში მოსახლეობის ბოიკოტი გრძელდება. აქ მოქალაქეები კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

მსგავსი ვითარებაა სოფელ წაბლიანშიც. მოქალაქეები 45-ე უბანთან მივიდნენ თუმცა საარჩევნო პროცესში არ ერთვებიან.

წაბლიანში 301 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 658 ამომრჩეველია რეგისტრირებული წაბლანაში. ისინი ამ ფორმით მთავრობის ყურადღების მიქცევას ცდილობენ. წაბლანის მეწყერით დაზარალებულებმა აქცია რამდენჯერმე გამართეს და მათთვის გადაცემული ბინების გარემონტება მოითხოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად